ჰორიზონტალური ხერხვის კუთხის დაყენება
- ჩააყენეთ ელექტროხელსაწყო სამუშაო მდგომარეობაში.
სტანდარტული ჰორიზონტალური ხერხვის კუთხის რეგულირება (იხ. სურ. L)
ხერხვის ხშირად გამოყენებადი ჰორიზონტალური კუთხეების სწრაფი და ზუსტი რეგულირებისთვის სახერხ მაგიდაზე გათვალისწინებულია ჭდევანები (14):
მარცხნივ | მარჯვნივ |
---|---|
0° | |
52°; 45°; 31,6°; 22,5°; 15° | 15°; 22,5°; 30°; 45°; 60° |
- აუშვით სახელური-ფიქსატორი (11), თუ ის მოჭერილია.
- დააჭირეთ ფიქსაციის ღილაკს (10) ქვევით და მოატრიალეთ სახერხი მაგიდა (32) სახელური-ფიქსატორით მარცხნივ ან მარჯვნივ, ისე რომ ხერხვის კუთხის მაჩვენებელი (13) აჩვენებდეს საჭირო სტანდარტულ ჰორიზონტალურ კუთხეს.
- ფიქსაციის ღილაკი ისევ (10) აუშვით. სახერხი მაგიდან უნდა კარგად მოეჭიდოს ჭდევანას.
- მოუჭირეთ სახელურ-ფიქსატორს (11).
თვითნებური ჰორიზონტალური ხერხვის კუთხის დაყენება
ხერხვის ჰორიზონტალური კუთხის რეგულირება შეგიძლიათ 52°-დან (მარცხნიდან) 60°-მდე (მარჯვნიდან) დიაპაზონში.
- აუშვით სახელური-ფიქსატორი (11), თუ ის მოჭერილია.
- დააჭირეთ ფიქსაციის ღილაკს (10) ქვევით და მოატრიალეთ სახერხი მაგიდა (32) სახელური-ფიქსატორით მარცხნივ ან მარჯვნივ, ისე რომ ხერხვის კუთხის მაჩვენებელი (13) აჩვენებდეს საჭირო ჰორიზონტალურ კუთხეს.
- ფიქსაციის ღილაკი ისევ (10) აუშვით.
- მოუჭირეთ სახელურ-ფიქსატორს (11).