ელექტროხელსაწყოს ტრანსპორტირება (იხ. სურ. X)
ელექტროხელსაწყოს ტრანსპორტირებამდე შეასრულეთ შემდეგი:
- მოუშვით ფიქსირების ხრახნი (1), თუ მოჭერილია. მოქაჩეთ კრონშტეინები ბოლომდე და მოუჭირეთ ფიქსირების ხრახნებს.
- დარწმუნდით, რომ სიღრმის შემზღუდველი (25) ბოლომდე მიჭერილია შიგნით, ხოლო გამათანაბრებელი ხრახნი (26) კრონშტეინის გადაადგილებისას გადის ნახვრეტში, სიღრმის შემზღუდველის მოდების გარეშე.
- მოიყვანეთ ელექტროხელსაწყო მუშა მდგომარეობაში.
- ელექტროხელსაწყოდან მოხსენით ყველა აქსესუარი, რომლებიც მყარად არ მაგრდება მანქანაზე. სახერხი დისკები, რომლებსაც არ იყენებთ, შეძლებისდაგვარად გადაიტანეთ ხოლმე დახურულ კონტეინერებში.
- ელექტროხელსაწყო გადაადგილეთ ამისათვის განკუთვნილი ტარით (3) ან ხელმოსაკიდი ჭრილით (30), რომლებიც განთავსებულია სახერხი მაგიდის გვერდებზე.
- ელექტროხელსაწყოს ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ სატრანსპორტო აღჭურვილობა, და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ დამცავი მოწყობილობები ან ნამზადის საყრდენები.