სტციონარული ან მოქნილი აწყობა

  • დაამაგრეთ ელექტროხელსაწყო სამუშაო ზედაპირზე შესაფერისი ხრახნებით. ამისთვის გამოიყენება ნახვრეტები (8).

ან

  • მიაჭირეთ იარაღის ფეხები ჩვეულებრივი ჭახრაკებით სამუშაო ზედაპირს.

Bosch წარმოების GTA დაზგები უზრუნველყოფენ ელექტროხელსაწყოს მყარ დგომას ნებისმიერ ზედაპირზე სიმაღლეზე რეგულირებადი ფეხების წყალობით. დაზგის საყრდენები გათვალისწინებულია გრძელი ნამზადების ხელშეწყობისთვის.

  • წაიკითხეთ ყველა გაფრთხილება და ინსტრუქცია, რომელიც ერთვის სამუშაო მაგიდას. გაფრთხილებების და ინსტრუქციის დაუცველობა იწვევს ელექტრული დენით დაზიანებას, ხანძარს და/ან მძიმე ტრავმებს.
  • ელექტროხელსაწყოს დამონტაჟების წინ სწორად ააწყეთ სამუშაო მაგიდა. სწორი აწყობა მნიშვნელოვანია ჩამონგრევის რისკის თავიდან აცილების მიზნით.
  • ელექტროხელსაწყო დაამაგრეთ დაზგაზე ტრანსპორტირების პოზიციაში.

თუ გამონაკლის შემთხვევებში შეუძლებელია ელექტროხელსაწყოს სწორ და მყარ სამუშაო ზედაპირზე დადგმა, შეგიძლიათ დროებით დადგათ ის გადაყირავებისგან დამცავით.

  • გადაყირავებისგან დამცავის არ არსებობის შემთხვევაში ელექტროხელსაწყო დგას არასაიმედოდ და შესაძლოა გადაყირავდეს, განსაკუთრებით მაქსიმალური ჰორიზონტალური და/ან ვერტიკალური კუთხით ხერხვისას.
  • მოატრიალეთ გადაყირავებისგან დამცავი (12) შიგნით ან გარეთ მანამდე, სანამ ელექტროხელსაწყო არ იდგმება სწორედ სამუშაო ზედაპირზე.