ტრანსპორტირების ფიქსატორი (იხ. სურ. G)
ტრანსპორტირების ფიქსატორი (28) აადვილებს ელექტრო ხელსაწყოს ტრანსპორტირებას სხვადასხვა ადგილებზე სამუშაოს შესრულებისთვის.
ელექტროხელსაწყოს განბლოკვა (სამუშაო პოზიცია)
- დააჭირეთ ხელსაწყოს კრონშტაინის სახელურს (4) ცოტა ქვემოთ ტრანსპორტირების ფიქსატორის სახელურით (28).
- გამოწიეთ ტრანსპორტირების ფიქსატორი (28) საბჯენამდე გარეთ.
- ნელა აწიეთ ხელსაწყოს კრონშტაინი.
ელექტროხელსაწყოს ბლოკირება (ტრანსპორტირების პოზიცია)
- აუშვით ფიქსირების ხრახნი (1), თუ გამწევი მოწყობილობა (2) იჭედება. მოქაჩეთ სამუშაო ინსტრუმენტის კრონშტაინი ბოლომდე წინ და ისევ მოუჭირეთ ფიქსირების ხრახნს, რათა დააფიქსიროთ გამწევი მოწყობილობა.
- სახერხი მაგიდის ფიქსირებისთვის (32) მოუჭირეთ ფიქსაციის სახელურს (11).
- მოაბრუნეთ სამუშაო ხელსაწყოს კრონშტაინი (4)ქვემოთ იმდენად, რომ ტრანსპორტირების ფიქსატორის (28) ბოლომდე შეზნექვა გახდეს შესაძლებელი.
სამუშაო ინსტრუმენტის კრონშტაინი საიმედოდ არის დაფიქსირებული ტრანსპორტირების პოზიციაში.