სიმბოლოები
თქვენი ელექტროხელსაწყოს გამოყენებისას შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს შემდეგი სიმბოლოები. დაიმახსოვრეთ ეს სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა. სიმბოლოების სწორად გაგება დაგეხმარებათ თქვენი ელექტროხელსაწყოს უკეთ და საიმედოდ გამოყენებაში.
სიმბოლოები და მათი მნიშვნელობები | |
---|---|
ელექტროხელსაწყოს მუშაობისას არ შეყოთ ხელი ხერხვის ზონაში. სახერხ დისკთან შეხებისას წარმოიქმნება დაზიანების რისკი. | |
გამოიყენეთ მტვრის საწინააღმდეგო რესპირატორი. | |
გამოიყენეთ დამცავი სათვალე. | |
ატარეთ სმენის ორგანოების დამცავი საშუალებები. ხმაურის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაკარგვა. | |
სახიფათო მონაკვეთი! შეძლებისდაგვარად შორს გეჭიროთ მაჯები, თითები და ხელები ამ მონაკვეთისგან. | |
დაიცავით სახერხი დისკის ზომები (სახერხი დისკის დიამეტრი D, ნახვრეტის დიამეტრი d). ნახვრეტის დიამეტრი d უნდა იყოს ხელსაწყოს შპინდელის თავსებადი ღრეჩოს გარეშე. გადამყვანის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ, რომ გადამყვანის ზომები შეესაბამებოდეს დისკის ტანის სისქეს და სახერხი დისკის ნახვრეტის დიამეტრს, და ასევე ხელსაწყოს შპინდელის დიამეტრს. შეძლებისდაგვარად, გამოიყენეთ სახერხ დისკთან ერთად მოწოდებული გადამყვანები. სახერხი დისკის დიამეტრი D უნდა შეესაბამებოდეს მონაცემებს სიმბოლოზე. იხ. აგრეთვე „შესაბამისი სახერხი დისკების ზომები“ განყოფილებაში „ტექნიკური მონაცემები“. | |
ვერტიკალური კუთხით ხერხვისას რეგულირებადი საყრდენი თამასები უნდა გარეთ გამოწიოთ ან სრულად მოხსნათ. | |
ჭრის ვერტიკალური კუთხის მარჯვენა დიაპაზონის რეგულირებისთვის კრონშტეინი ჯერ უნდა დახაროთ მარცხნივ და შემდეგ დააჭიროთ რეგულირების მარცხენა რიჩაგს. | |
ჭრის კუთხის ვერტიკალური დიაპაზონის სრული რეგულირებისთვის 47°-მდე (მარცხნიდან ან მარჯვნიდან) უნდა აუშვათ ბლოკირების ღილაკი შიგნიდან. | |
ჭრის სტანდარტული ვერტიკალური კუთხის რეგულირებისთვის (22,5° და 33,9°) საჭიროა აუშვათ ბლოკირების რიჩაგი ზევით მოძრაობით. |