მიწოდების კომპლექტი

მოწოდების კომპლექტის სურათი იხილეთ ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს დასაწყისში.
ელექტროხელსაწყოს პირველ გამოყენებამდე, შეამოწმეთ, ქვემოთ მითითებული კომპონენტები:
- საპანელო ხერხი დამონტაჟებული სახერხი დისკით
- მტვერშემკრები ტომარა (43)
- მტვრის მოშორების ადაპტერი (42)
- ნამზადის საყრდენი (16) (2 ც.)
- ჭახრაკი (19)
- ექვსწახნაგა გასაღები (27)
- კუთხოვანა (55)
მითითება: შეამოწმეთ ელექტროხელსაწყო შესაძლო დაზიანებებზე.
სანამ გააგრძელებთ ელექტროხელსაწყოს გამოყენებას, აუცილებლად ყურადღებით შეამოწმეთ დამცავი მოწყობილობები ან ოდნავ დაზიანებული ნაწილები, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი სათანადოდ მუშაობენ დანიშნულებისამებრ. დარწმუნდით, რომ მოძრავი ნაწილები მუშაობს გამართულად და არ არის ჩაჭიდებული ან დაზიანებული. ყველა ნაწილი უნდა იყოს სწორად აწყობილი და აკმაყოფილებდეს ყველა პირობას სათანადო მუშაობის უზრუნველსაყოფად.
დაზიანებული დამცავი მოწყობილობები და ნაწილები სათანადოდ უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ავტორიზებულ, სპეციალიზირებულ სახელოსნოში.