ხერხვა
- ყოველთვის მოუჭირეთ სახელურ ფიქსატორს (11)და მომჭერ ბორბალს (38) ხერხვის დაწყების წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში სახერხი დისკი შესაძლოა გადაიხაროს ნამზადში.
- ნებისმიერი ნახერხის შესრულებისას ჯერ დარწმუნდით, რომ სახერხი დისკი არავითარ შემთხვევაში არ ეხება საყრდენ თამასებს, ჭახრაკებს ან ინსტრუმენტის სხვა ნაწილებს. მოხსენით ყველა დამატებითი საყრდენი ან დაარეგულირეთ ისინი შესაბამისად.
დაიცავით სახერხი დისკი დარტყმებისგან და ბიძგებისგან.არ დააჭიროთ სახერხ დისკს გვერდიდან.
გახერხეთ მხოლოდ ის მასალა, რომლებიც შეესაბამება დანიშნულებისამებრ გამოყენებას.
არ დაამუშავოთ დეფორმირებული ნამზადები. ნამზადს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სწორი ნაწიბური, რომელიც შეძლებს დაეყრდნოს საყრდენ თამასას.
გრძელი და მძიმე ნამზადები უნდა შედგათ რაიმეს ქვეშ ან მას შეუდგათ რამე ქვევიდან.
დარწმუნდით, რომ ქანქარა დამცავი ბუდე გამართულად ფუნქციონირებს და თავისუფლად მოძრაობს. კრონშტაინის დაშვებისას ქანქარა დამცავი ბუდე უნდა გაიხსნას. კრონშტაინის აწევისას ქანქარა დამცავი ბუდე ისევ უნდა დაეფაროს სახერხ დისკს და შევიდეს მოდებაში კრონშტაინის ყველაზე ზედა პოზიციაში.
- გამწევი მოწყობილობის დახმარებით ხერხვისთვის (2) (განიერი ნამზადები) მოუშვით ფიქსირების ხრახნები (1), თუ მოჭერილია.
- საჭიროების შემთხვევაში დააყენეთ საჭირო ჰორიზონტალური და/ან ვერტიკალური ხერხვის კუთხე.
- მაგრად მიაჭირეთ ნამზადი საბჯენ თამასას (17) და (18).
- დაამაგრეთ ნამზადი მისი ზომების შესაბამისად.
- გასწიეთ კრონშტეინი საყრდენი თამასისგან (17) იმდენად, რომ სახერხი დისკი ნამზადის წინ აღმოჩნდეს.
- ჩართეთ ელექტროხელსაწყო.
- ნელა დაუშვით ხელსაწყოს კრონშტეინი სახელურით (4).
- ახლა კრონშტეინს მიაწექით საყრდენი თამასების მიმართულებით (17) და (18), შემდეგ გახერხეთ ნამზადი თანაბარი ზეწოლით.
- გამორთეთ ელექტროხელსაწყო და დაელოდეთ, სანამ სახერხი ჯაჭვი ბოლომდე არ გაჩერდება.
- ნელა აწიეთ ხელსაწყოს კრონშტეინი.
- სუპორტის ჰორიზონტალური გადაადგილების გარეშე ხერხვისთვის (მცირე ნამზადები) მოუშვით ფიქსირების ხრახნი (1), თუ მოჭერილია. გადაიტანეთ კრონშტეინი ბოლომდე საყრდენი თამასის მიმართულებით (17) და ისევ მოუჭირეთ ფიქსირების ხრახნს (1).
- საჭიროების შემთხვევაში დააყენეთ საჭირო ჰორიზონტალური და/ან ვერტიკალური ხერხვის კუთხე.
- მაგრად მიაჭირეთ ნამზადი საბჯენ თამასას (17) და (18).
- დაამაგრეთ ნამზადი მისი ზომების შესაბამისად.
- ჩართეთ ელექტროხელსაწყო.
- ნელა დაუშვით ხელსაწყოს კრონშტაინი სახელურით (4).
- შეასრულეთ ჭრა თანაბარი მიწოდებით.
- გამორთეთ ელექტროხელსაწყო და დაელოდეთ, სანამ სახერხი ჯაჭვი ბოლომდე არ გაჩერდება.
- ნელა აწიეთ ხელსაწყოს კრონშტეინი.