ექსპლუატაციისთვის მომზადება

გრძელი და მძიმე ნამზადები უნდა შედგათ რაიმეს ქვეშ ან მას შეუდგათ რამე ქვევიდან.

სახერხი მაგიდა შეიძლება დაგრძელდეს მარცხნივ ან მარჯვნივ დამაგრძელებელი ელემენტების მეშვეობით (15).

  • აწიეთ მომჭერი ბერკეტი (31) ზევით.
  • გამოწიეთ სახერხი მაგიდის დამაგრძელებელი (15) გარეთ საჭირო სიგრძეზე.
  • სახერხი მაგიდის დამაგრძელებელი ელემენტის ფიქსაციისთვის მოატრიალეთ საჩერებელი ბერკეტი (31).

ნამზადის საყრდენების გადაყენების უნივერსალური სისტემა (16) უზრუნველყოფს სამუშაო ზონის დაგრძელების და გაფართოების ბევრ ვარიანტს.

  • საჭიროების შემთხვევაში ჩასვით ნამზადის საყრდენი (16) სამაგრში (40) ელექტროხელსაწყოზე ან ნამზადის (41) მეორე საყრდენის სამაგრში.
  • არ გადაადგილოთ ელექტროხელსაწყო ნამზადის საყრდენებით.
    ელექტროხელსაწყოს ტრანსპორტირებისას გამოიყენეთ მხოლოდ ტრანსპორტირების აღჭურვილობა.

ვერტიკალური კუთხით გახერხვისას, ხერხვის მიმართულებიდან გამომდინარე, საჭიროა გამოწიოთ გარეთ ან ბოლომდე მოაშოროთ მარცხენა ან მარჯვენა რეგულირებადი საყრდენი თამასა (18).

  • მოუშვით ფრთების სამაგრი ხრახნები (37).
  • მოხსნა:
    მოხსენით რეგულირებადი საყრდენი თამასა (18) ზევით მოძრაობით.
    წანაცვლება:
    გამოწიეთ რეგულირებადი საყრდენი თამასა (18) სრულად.

ვერტიკალური კუთხით გახერხვის შემდეგ დააყენეთ რეგულირებადი საყრდენი თამასა (18) უკან საწყის პოზიციაზე და მოუჭირეთ ქანჩყურიან გასაღებს (37).

სამუშაოს ოპტიმალური უსაფრთხოებისთვის, ყოველთვის დაამაგრეთ ნამზადი.
არ დაამუშაოთ ნამზადი, რომლის ზომები არაა საკმარისი დასამაგრებლად.

  • მაგრა მიაჭირეთ ნამზადი საბჯენ თამასას (17) и (18).
  • ჩასვით თანდართული ჭახრაკი (19) ერთერთ ამისთვის განკუთვნილ ნახვრეტში (39).
  • მოუშვით ქანჩყურიანი ხრახნი (48) და მოარგეთ ჭახრაკი ნამზადს. ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ ქანჩყურიან ხრახნს.
  • მჭიდროდ მოუჭირეთ ხრახნიან ღეროს (49), ნამზადის ამგვარად დამაგრებით.

ნამზადის განბლოკვა

  • ჭახრაკების განბლოკვისთვის ატრიალეთ ხრახნიანი შტანგა (49) საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.