ძირითადი პარამეტრები – კონტროლი და რეგულირება

ინტენსიური მუშაობის შემდეგ ზუსტი ხერხვის უზრუნველყოფის მიზნით უნდა შეამოწმოთ ელექტროხელსაწყოს პარამეტრები და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოთ ისინი.
ამისათვის თქვენ უნდა გქონდეთ გამოცდილება და სპეციალური ინსტრუმენტი.

Bosch ფირმის მომსახურების სახელოსნო ასრულებს მსგავს სამუშაოს სწრაფად და საიმედოდ.

  • მოიყვანეთ ელექტროხელსაწყო მუშა მდგომარეობაში.
  • აუშვით სახელური-ფიქსატორი (11), თუ ის მოჭერილია.
  • დააჭირეთ ფიქსირების ღილაკს (10) ქვევით და მოატრიალეთ სახერხი მაგიდან (32) ჭდევანამდე (14) 0°.
  • აუშვით ფიქსაციის ღილაკი (10). სახერხი მაგიდან უნდა კარგად მოეჭიდოს ჭდევანას.
  • მოხსენით რეგულირებადი საყრდენი თამასები (18).

კონტროლი (იხ. სურ. U1)

  • დადეთ კუთხოვანა (55) 90° კუთხით სახერხი დისკის თანპირად (46) საყრდენ თამასას (17) და სახერხ დისკს შორის სახერხ მაგიდაზე (32).

კუთხოვანის მხარი მთელს სიგრძეზე უნდა იყოს საყრდენ თამასასთან თანპირად.

რეგულირება (იხ. სურ. U2)

  • მოუჭირეთ ყველა შიდა ექვსწახნაგა ხრახნებს (56) კომპლექტში შემავალი შიდა ექვსწახნაგა გასაღების მეშვეობით (27).
  • მოატრიალეთ საყრდენი თამასა (17) ისე, რომ კუთხოვანა მთელს სიგრძეზე თანპირად იყოს მასთან.
  • მჭიდროდ მოუჭირეთ ხრახნებს.

  • გადაადგილეთ სამუშაო ინსტრუმენტის კრონშტეინი მარცხნივ 0° პოზიციაზე და შემდეგ მარჯვნივ, რათა ის მკვეთრად დაფიქსირდეს 0° პოზიციაზე.

კონტროლი

კუთხის მაჩვენებელი (50) და (52) უნდა იყოს შკალის 0° ნიშნულთან ერთ დონეზე (51).

რეგულირება

  • მოუშვით ხრახნი (57) ჯვარედინა სახრახნისით და გაასწორეთ კუთხის მაჩვენებელი 0° შესაბამის ნიშნულზე.
  • მჭიდროდ მოუჭირეთ ხრახნებს.

  • ჩააყენეთ ელექტროხელსაწყო სამუშაო მდგომარეობაში.
  • მოაბრუნეთ სახერხი მაგიდა (32) ჭდევანამდე (14) 0°. რიჩაგი ნათლად უნდა შევიდეს ჭდევანასთან მოდებაში.

კონტროლი

კუთხის ინდიკატორიа (13) უნდა იყოს ერთ ხაზზე შკალის 0° ნიშნულთან (33).

რეგულირება

  • მოუშვით ხრახნი (58) ჯვარედინა სახრახნისით და გაასწორეთ კუთხის ნიშნული 0°-ზე.
  • ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ ხრახნს.