ტექნიკური მომსახურება და გაწმენდა
- ელექტროხელსაწყოთი ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას გამორთეთ ელექტროკვების კაბელის შტეფსელი როზეტიდან.
- სათანადო და უსაფრთხო მუშაობისუზრუნველსაყოფად დაიცავით ელექტრო ხელსაწყოს და ვენტილაციის ჰაერსატარის სისუფთავე.
თუ საჭიროა შემაერთებელი კაბელის გამოცვლა, ეს უნდა განხორციელდეს Bosch ელექტროხელსაწყოების ავტორიზებული სერვის Bosch ცენტრში, საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
ქანქარა დამცავი გარსაცმი (7) ყოველთვის თავისუფლად უნდა მოძრაობდეს და ავტომატურად იხურებოდეს.ამიტომ, ყოველთვის სუფთად შეინახეთ ქანქარა დამცავი გარსაცმის გარშემო ზონა.
ყოველი სამუშაო ოპერაციის შემდეგ მოაშორეთ მტვერი და ბურბუშელა ჰაერის ნაკადით ან ფუნჯით.
რეგულარულად გაწმინდეთ სრიალის გორგოლაჭი (22).
ხმაურის დონის შესამცირებლად მისაღები ზომები
მწარმოებლის მიერ მისაღები ზომები:
- თანაბარი ჩართვა
- მოდის სახერხ დისკთან ერთად, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად ხმაურის დონის შესამცირებლად
მომხმარებლის მიერ მისაღები ზომები:
- ვიბრაციის დაბალი დონით მყარ სამუშაო მაგიდაზე დაყენება
- სახერხი დისკების გამოყენება ხმაურის დონის შემცირების ფუნქციით
- სახერხი დისკის და ელექრტოხელსაწყოს რეგულარული გაწმენდა