უსაფრთხოების გაფრთხილებები კუთხესახეხისთვის
- ეს ელექტროხელსაწყო განკუთვნილია გამოყენებისთვის, როგორც სახეხი, მოსახვეწი, მავთულით სახეხი ან მოსაჭრელი ხელსაწყო. გაეცანით ყველა უსაფრთხოების გაფრთხილებებს, ინსტრუქციებს, ილუსტრაციებს და სპეციფიკაციებს, რომლებიც მოყვება ამ ხელსაწყოს. ქვემოჩამოთვლილი ყველა ინსტრუქციის არგათვალისწინებამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროშოკი, ხანძარი და/ან მძიმე დაზიანება.
- ამ ელექტროხელსაწყოთი არ არის რეკომენდებული გაპრიალების ოპერაციების შესრულება. ოპერაციების შესრულება, რომლისთვისაც ეს ელექტროხელსაწყო არ არის განკუთვნილი, შეიძლება შექმნას საფრთხე და გამოიწვიოს დაზიანება.
- არ გამოიყენოთ აქსესუარები, რომლებიც არ არის სპეციალურად განკუთვნილი და რეკომენდებული ხელსაწყოს მწარმოებლის მიერ. რადგან აქსესუარები შეიძლება დამაგრდეს თქვენს ელექტროხელსაწყოზე, ეს არ იძლევა უსაფრთხო მუშაობის გარანტიას.
- აქსესუარების ნომინალური სიჩქარე, როგორც მინიმუმ უნდა უდრიდეს ელექტროხელსაწყოზე მითითებულ მაქსიმალურ სიჩქარეს. ნომინალურ სიჩქარეზე უფრო სწრაფად მომუშავე აქსესუარები შეიძლება გატყდეს და გაფრინდეს.
- თქვენი აქსესუარების გარე დიამეტრი და სისქე უნდა იყოს თქვენი ელექტროხელსაწყოს სიმძლავრის ფარგლებში. არასწორი ზომის აქსესუარები არ შეიძლება იყოს სათანადოდ დაცული ან კონტროლირებადი.
- აქსესუარების ხრახნიანი დამაგრება უნდა იყოს თავსებადი სახეხის შპინდელის ხრახნისაქსესუარებისთვის, რომლებიც მაგრდება მილტუჩების მეშვეობით, აქსესუარების შპინდელის ნახვრეტი უნდა იყოს მილტუჩის დიამეტრის თავსებადი. აქსესუარები, რომლებიც არ ერგებიან ელექტროხელსაწყოს სამონტაჟო მოწყობილობას გამოიწვევენ დისბალანს, ზედმეტად განიცდიათ ვიბრაციას და შეიძლება გამოიწვიოს კონტროლის დაკარგვა.
- არ გამოიყენოთ დაზიანებული აქსესუარები. ყოველ გამოყენებამდე შეამოწმეთ აქსესუარები, როგორიცაა აბრაზიული დისკოები ანახლეჩებზე და ბზარებზე, საყრდენი სადები ბზარებზე, გახლეჩაზე ან ჭარბ ცვეთაზე, მავთულის ჯაგრისები მოშვებაზე ან გაბზარული მავთულები. ელექტროხელსაწყოს ან აქსესუარების ვარდნის შემთხვევაში, შეამოწმეთ დაზიანებაზე ან დააყენეთ დაუზიანებელი აქსესუარები. შემოწმების და აქსესუარების დაყენების შემდეგ, მოშორებით განთავსდით აქსესუარების მბრუნავი სიბრტყისგან და გაუშვით ელექტროხელსაწყო მაქსიმალური უქმი სვლის სიჩქარეზე ერთ წუთში. დაზიანებული აქსესუარები, როგორც წესი ტყდება ამ ტესტის დროს.
- ატარეთ პირადი დაცვის აღჭურვილობა. გამოყენების დანიშნულებიდან გამომდინარე, გამოიყენეთ სახის ფარი, დამცავი სათვალე ან უსაფრთხოების სათვალე. საჭიროების შემთხვევაში, ატარეთ მტვრისგან დამცავი ნიღაბი, სმენის დამცველები, ხელთათმანები და წინსაფარი, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს მცირე აბრაზიული ან სამუშაო ნაწილის ფრაგმენტები. თვალის დაცვას უნდა შეეძლოს შეაჩეროს სხვადასხვა ოპერაციების შედეგად წარმოქმნილი მფრინავი ნამსხვრევები. მტვრის ნიღაბს ან რესპირატორს უნდა შეეძლოს თქვენი ოპერაციით წარმოქმნილი ნაწილაკების ფილტრაცია. მაღალი ინტენსივობის ხმაურის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაქვეითება.
- დამსწრეები უნდა იმყოფებოდნენ უსაფრთხო მანძილზე სამუშაო ადგილიდან. ნებისმიერმა პირმა, რომელიც შედის სამუშაო ადგილზე, უნდა ატაროს პირადი დაცვის აღჭურვილობა. დასამუშავებელი დეტალის ფრაგმენტები ან გატეხილი აქსესუარები შეიძლება გაფრინდეს და გამოიწვიოს დაზიანება უშუალო მოქმედების ზონის ფარგლებს გარეთ
- დაიჭირეთ ელექტროხელსაწყო იზოლირებული სახელურებით მხოლოდ, მუშაობის შესრულებისას, სადაც მჭრელი აქსესუარები შეიძლება შეეხოს ფარულ გაყვანილობას . დენგამტარ გაყვანილობასთან კონტაქტის შედეგად ლითონის ნაწილები შესაძლოა დენგამტარი გახდეს და გამოიწვიოს ოპერატორის ელექტროშოკი.
- არასოდეს დადოთ ელექტროხელსაწყო ქვემოთ, სანამ აქსესუარები ბოლომდე გაჩერდება. მბრუნავ აქსესუარს შეუძლია ჩაიჭიროს ზედაპირი და ამოიღოს ელექტროხელსაწყო თქვენი კონტროლიდან.
- არ ჩართოთ ელექტროხელსაწყო, როდესაც ატარებთ მას თქვენს მხარეს. მბრუნავ აქსესუართან შემთხვევითმა კონტაქტმა შეიძლება თქვენი ტანსაცმელი ჩაითრიოს და აქსესუარი თქვენს სხეულში შეჭრას.
- რეგულარულად გაწმინდეთ ელექტროხელსაწყოს საჰაერო ხვრელები. ძრავის ვენტილატორმა შეიძლება შეიწოვოს მტვერი კორპუსში და ლითონის ფხვნილის ზედმეტმა დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ელექტრული საფრთხე.
- არ იმუშაოთ ელექტროხელსაწყოთი აალებადი მასალების მახლობლად. ნაპერწკლებმა შეიძლება აანთონ ეს მასალები.
- არ გამოიყენოთ აქსესუარები, რომლებიც საჭიროებენ თხევად გამაგრილებლებს. წყლის ან სხვა თხევადი გამაგრილებლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროდარტყმა ან შოკი.
უკუგდება არის მოულოდნელი რეაქცია მოჭერილ ან ჩაჭიდებულ მბრუნავ დისკოზე. ჩაჭერა ან გაჭედვა იწვევს მბრუნავი აქსესუარების სწრაფ გაჩერებას, რომელიც იწვევს ჩაჭედვის წერტილში არაკონტროლირებადი ელექტროხელსაწყოს მიმართვას აქსესუარის ბრუნვის საპირისპირო მიმართულებით.
მაგალითად, თუ აბრაზიული დისკო ჩაჭერა ან ჩაჭიდება დასამუშავებელი დეტალით, დისკო პირი, რომელიც შედის ჩაჭიდების წერტილში, შეიძლება შეიჭრას მასალის ზედაპირში და გამოიწვიოს დისკოს გამოცურება ან ამოვარდნა. დისკო შეიძლება გადახტეს ოპერატორისკენ ან მისგან დისკოს ჩაჭერის ადგილას მისი მოძრაობიდან გამომდინარე.ასეთ პირობებში აბრაზიული დისკოები შეიძლება გატყდეს.
უკუგდება არის ელექტროხელსაწყოს არასწორი გამოყენების და/ან არასწორი სამუშაო პროცედურების ან პირობების შედეგი და მისი თავიდან აცილება შესაძლებელია შესაბამისი ზომების მიღებით, როგორც ქვემოთ მოცემულია.
- მჭიდროთ დაიჭირეთ ელექტროხელსაწყო და განათავსეთ თქვენი სხეული და მკლავი ისე, რომ გაუძლოთ უკუგდების ძალებს. ყოველთვის გამოიყენეთ დამხმარე სახელური, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უკუგდების ან მბრუნავი მომენტის რეაქციაზე მაქსიმალური კონტროლისთვის გაშვებისას. ოპერატორს შეუძლია აკონტროლოს უკუგდების ძალები, თუ სწორი ზომები იქნება მიღებული.
- არასოდეს დადოთ თქვენი ხელი მბრუნავი აქსესუარის სიახლოვეში. აქსესუარმა შესაძლოა გამოიწვიოს უკუგდება თქვენს ხელზე.
- არ განათავსოთ თქვენი სხეული ზონაში, სადაც ელექტროხელსაწყო შეიძლება გადაადგილდეს უკუგდების შემთხვევაში. უკუგდება გადაადგილებს ხელსაწყოს დისკოს მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს გაჭედვის წერტილში.
- განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ კუთხეების, ბასრი კიდეების და სხვ. მუშაობის დროს თავი აარიდეთ აქსესუარის გახეთქვას და მოჭერას. კუთხეებს, მკვეთრ კიდეებს ან ახტომას შეუძლიათ აქსესუარებზე გამოდება და კონტროლის დაკარგვის ან უკუგდების გამოწვევა
- არ დაურთოთ ხერხის ჯაჭვის ხის მოჩუქურთმების დანა ან დაკბილული ხერხი. ასეთი დანები წარმოქმნიან ხშირ უკუგდებას და კონტროლის დააკარგვას.
- გამოიყენეთ მხოლოდ დისკოს ტიპები, რომლებიც რეკომენდებულია თქვენი ელექტროხელსაწყოსთვის და სპეციალური დამცველი, განკუთვნილი არჩეული დისკოსთვის. დისკოები, რომლებისთვის ელექტროხელსაწყო არ არის განკუთვნილი არ შეიძლება იყოს სათანადოთ მიმართული და არ არის უსაფთხო.
- დისკოების სახეხი ზედაპირი შეზნექილი ცენტრით უნდა იყოს დაყენებული დამცველი მილტუჩის სიბრტყის ქვემოთ. არასწორად ჩასმული დისკო, რომელიც გამოდის დამცავი მილტუჩიდან არ შეიძლება იყოს სათანადოდ დაცული.
- დამცველი საიმედოდ უნდა იყოს მიმაგრებული ელექტროხელსაწყოსთან და განთავსებული ისე, რომ უზრუნველყოს მაქსიმალური უსაფრთხოება, ისე რომ დისკოს ყველაზე მცირე ნაწილი იყოს მიმართული ოპერატორისკენ. მცველი იცავს ოპერატორს დისკოს გატეხილი ფრაგმენტებისგან და დისკოსთან შემთხვევითი კონტაქტისგან.
- დისკოების უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ რეკომენდებული მიზნებისთვის. მაგალითად: არ გახეხოთ საჭრელი დისკოს გვერდითი მხარით. აბრაზიული საჭრელი დისკოები განკუთვნილია პერიფერიული გახეხვისთვის, ამ დისკოებზე გამოყენებულმა გვერდითმა ძალებმა შეიძლება გამოიწვიოს მათი დაშლა.
- ყოველთვის გამოიყენეთ დაუზიანებელი დისკოს მილტუჩები, რომელთა დიამეტრი არჩეული დისკოს თავსებადია. დისკოს სწორი მილტჩები იჭერენ დისკოს და ამით ამცირებენ დისკოს გატეხვის შესაძლებლობას. საჭრელი დისკოს მილტუჩები შეიძლება განსხვავდებოდეს სახეხი დისკოს მილტუჩებისგან.
- არ გამოიყენოთ გაცვეთილი დისკოები უფრო დიდი ხელსაწყოებიდან. უფრო დიდი ელექტროხელსაწყოებისთვის განკუთვნილი დისკო არ არის თავსებადი უფრო პატარა ხელსაწყოს უფრო მაღალი სიჩქარეებისთვის და შეიძლება გასკდეს.
- არ “გაჭედოთ” საჭრელი დისკო და არ გამოიყენოთ ჭარბი ზეწოლა. არ ეცადოთ ზედმეტად ღრმა ჭრილის გაკეთება. დისკოს გადაძაბვა ზრდის დატვირთვას და ჭრის დროს დისკოს ჩახვევის ან ჩაჭედვის ან უკუგდების ან დისკოს გატეხვის შესაძლებლობას.
- არ განათავსოთ თქვენი სხეული მბრუნავი დისკოს გასწვრივ. როდესაც დისკო, ოპერაციის დროს, თქვენს სხეულს შორდება, შესაძლო უკუგდებამ შეიძლება უბიძგოს მბრუნავ დისკოს და ელექტროხელსაწყოს პირდაპირ თქვენზე.
- დისკოს გაჭედვის შემთხვევაში ან როდესაც ჭრა წყდება რაიმე მიზეზით, გამორთეთ ელექტროხელსაწყო და დაიკავეთ მჭრელი ბლოკი უმოძრაოდ, სანამ დისკო ბოლომდე არ გაჩერდება. არასოდეს არ ეცადოთ ამოიღოთ დისკო ჩანაჭრიდან მოძრაობის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს უკუგდება. გამოიკვლიეთ და მიიღეთ მაკორექტირებელი ზომები დისკოს ჩახვევის მიზეზის აღმოსაფხვრელად.
- არ გაუშვათ ხელახლა ჭრის ოპერაცია დასამუშავებელ დეტალში. აცალეთ დისკოს აკრიფოს სრული სიჩქარე და ფრთხილად ხელახლა შედით ჩანაჭერში. თუ ელექტროხელსაწყო ხელახლა გაიშვება დასამუშავებელ დეტალში, დისკო შეიძლება გაიღუნოს, ამოვიდეს ან გამოიწვიოს უკუგდება.
- დაიკავეთ ნებისმიერი დიდი ზომის დასამუშავებელი დეტალი დისკო ჩაჭერის და უკუგდების რისკის მინიმუმამდე დაყვანით. დიდი ზომის დასამუშავებელ დეტალებს საკუთარი წონის ქვეშ გაღუნვის ტენდენცია აქვთ. დასამუშავებელი დეტალის ქვეშ განათავსეთ საყრდენები გაჭრის ხაზთან ახლოს დისკოს ორივე მხარეს.
- განსაკუთრებით ფრთხილად იყავით “ჯიბის ჭრის” გაკეთბისას არსებულ კედლებში ან სხვა ბრმა უბნებში. გამოსულმა დისკომ შეიძლება გაჭრას გაზის ან წყლის მილები, ელექტრული გაყვანილობა ან საგნები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკუგდება.
- გაითვალისწინეთ, რომ ჯაგრისი ისვრის მავთულის ჯაგრებს ჩვეულებრივი მუშაობის დროსაც კი. არ გადატვირთოთ ჯაგარი ჯაგრისის ზედმეტი დატვირთვით მავთულის ჯაგრისებმა შესაძლოა მარტივად შეახწიონ თხელ ტანსაცმელში და/ან კანში.
- თუ მავთულით ხეხვისთვის რეკომენდებულია მცველის გამოყენება, არ დაუშვათ მავთულის დისკოს ან ჯაგრისი კონტაქტი მცველთან. მავთულის დისკო ან ჯაგრისი შეიძლება გაფართოვდეს დიამეტრში სამუშაო დატვირთვისა და ცენტრიდანული ძალების გამო.

ატარეთ დამცავი სათვალე.
- გამოიყენეთ შესაბამისი დეტექტორები სამუშაო ზონაში ფარული მიწოდების ხაზების დასადგენად ან მიმართეთ დახმარებისთვის ადგილობრივ კომუნალური მომსახურების კომპანიას. ელექტროკაბელებთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი და ელექტროშოკი. გაზის ხაზების დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება. წყლის მილების დამსხვრევა იწვევს ქონების დაზიანებას.
- არ შეეხოთ სახეხ და მჭრელ დისკოებს მათ გაგრილებამდე. მუშაობის დროს დისკოები შეიძლება ძალიან გახურდეს.
- აუშვით ჩართვა/გამორთვის გადამრთველს და გადართეთ გამორთულ პოზიციაში ელექტროკვების მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც აკუმულატორი მოხსნილია. ეს აღკვეთს არაკონტროლირებად ხელახლა გაშვებას.
- დააფიქსირეთ სამუშაო ნაწილი. ნაკეთობის დაფიქსირება დამჭერი მოწყობილობით ან გირაგით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ხელით.
- აკუმულატორის დაზიანების და არასწორი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება გამოიყოს ორთქლი. აკუმულატორი შეიძლება აინთოს ან აფეთქდეს. დარწმუნდით, რომ ადგილი კარგად ნიავდება და მიმართეთ ექიმს, თუ განიცდით რაიმე გვერდით მოვლენებს.ორთქლმა შესაძლოა გაგიღიზიანოთ სასუნთქი სისტემა.
- არ გადააკეთოთ და არ გახსნათ ბატარეა. ამასთან ჩნდება მოკლე ჩართვის საფრთხე.
- აკუმულატორი შეიძლება დაზიანდეს წვეტიანი ობიექტებით, მაგალითად, ლურსმნებით ან ხრახნისებით ან გარედან მიყენებული ძალით. შეიძლება მოხვდეს შიდა მოკლე შერთვა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს აკუმულატორის გადაწვა, ბოლი, აფეთქება და გადახურება.
- აკუმულატორი გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებლის ნაწარმში. მხოლოდ ასე არის აკუმულატორი დაცული სახიფათო გადატვირთვისგან.
დაიცავით აკუმულატორი გადახურებისგან, მაგ.: მზის სხივების მუდმივი ზემოქმედებისგან, ცეცხლისგან, ჭუჭყისგან, წყლისგან და სინესტისგან. არსებობს აფეთქების და მოკლე ჩართვის საფრთხე.