სახეხი აღჭურვილობის მონტაჟი

გაწმინდეთ სახეხი შპინდელი (23) და ყველა დასაყენებელი დეტალი.

სახეხი აღჭურვილობის მოსაჭერად და გასათავისუფლებლად დააჭირეთ შპინდელის ფიქსაციის ღილაკს (2), რაც მოგცემთ სახეხი შპინდელის რეგულირების შესაძლებლობას.

სახეხი/საჭრელი დისკი დიამეტრით 100 მმ

სახეხი/საჭრელი დისკის დიამეტრით 100 მმ არ არის რეკომენდირებული (20)კავიანი სწრაფმომჭერი ქანჩის გამოყენება.

გაითვალისწინეთ სახეხი მილტუჩის ზომები. საჯდომი ხვრელის დიამეტრი უნდა შეესაბამებოდეს საყრდენ მილტუჩს. არ გამოიყენოთ ადაპტერები და გადამყვანები.

ალმასის საჭრელი დისკის გამოყენებისას ყურადღებით იყავით, რომ ალმასის საჭრელი დისკის ბრუნვის მიმართულება და ელექტროხელსაწყოს ბრუნვის მიმართულება (იხ. ბრუნვის მიმართულების ისარი რედუქტორის ტარზე) ემთხვევა.

მონტაჟის თანმიმდევრობა ნაჩვენებია ილუსტრირებულ გვერდზე.

იმისათვის რომ დაამაგროთ სახეხი/საჭრელი დისკი, მოუჭირეთ მისაჭერ ჭანჭიკს (21) რქისებრი გასაღების მეშვეობით.

სახეხი/საჭრელი დისკი დიამეტრით 125 მმ

გაითვალისწინეთ სახეხი მილტუჩის ზომები. საჯდომი ხვრელის დიამეტრი უნდა შეესაბამებოდეს საყრდენ მილტუჩს. არ გამოიყენოთ ადაპტერები და გადამყვანები.

ალმასის საჭრელი დისკის გამოყენებისას ყურადღებით იყავით, რომ ალმასის საჭრელი დისკის ბრუნვის მიმართულება და ელექტროხელსაწყოს ბრუნვის მიმართულება (იხ. ბრუნვის მიმართულების ისარი რედუქტორის ტარზე) ემთხვევა.

მონტაჟის თანმიმდევრობა ნაჩვენებია ილუსტრირებულ გვერდზე.

იმისთვის, რომ სახეხი/საჭრელი დისკი დაამაგროთ, გამოიყენეთ სწრაფმომჭერი ქანჩი (20)ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე.

გამოიყენეთ სწრაფმომჭერი ქანჩი (20) მხოლოდ სახეხი/საჭრელი წრის დასამაგრებლად, მაქს. დიამეტრით 125 მმ.

დააჭირეთ შპინდელის ფიქსაციის ღილაკს (2), რათა დაფიქსირდეს სახეხი შპინდელი. სწრაფმოსახსნელი ქანჩის მოსაჭერად (20) მოატრიალეთ სახეხი წრე ძალით საათის ისრის მიმართულებით. შემდეგ დაუშვით სწრაფმოსახსნელი ქანჩის კავი მის დასაფიქსირებლად. დისკის არტახის მოჭერა საკმარისი არ არის.

სწორედ მოჭერილი დაუზიანებელი სწაფმოსახსნელი ქანჩის (20) მოშვება შეგიძლიათ ხელით. ამისათვის აწიეთ სწრაფმოსახსნელი ქანჩის კავი ზევით და მოატრიალეთ სწრაფმოსახსნელი ქანჩი ძალით საათის ისრის საწინააღმდეგოდ. არასოდეს არ მოუშვათ მოჭერილი სწრაფმოსახსნელი ქანჩი ბრტყელტუჩით, გამოიყენეთ ამისთვის ორხვრიანი გასაღები.

საყრდენი მილტუჩის და სახეხი/საჭრელი წრის მონტაჟის შემდეგ შპინდელის თავისუფალი კუთხვილის სიგრძე უნდა შეადგენდეს მინიმუმ 4 მმ.

ყურადღება მიაქციეთ სახეხი ინსტრუმენტის დგომის სიმყარეს, რათა არ მოეშვას შპინდელიდან ელექტროხელსაწყოს გამორბენისას.

საყრდენი მილტუჩი სახეხი შპინდელისთვის M 14: პლასტმასის დეტალი (შემამჭიდროებელი რგოლი) უნდა ჩაჯდეს მაცენტრებელ რგოლს გარშემო საყრდენ მილტუჩზე (14). თუ მაცენტრებელი რგოლი არ არის ან დაზიანებულია, შემდგომი გამოყენების წინ საყრდენი მილტუჩი (14) უნდა აუცილებლად გამოცვალოთ.