ექსპლუატაციაში ჩაშვება
ჩართვა/გამორთვა

ელექტროინსტრუმენტის ჩასართავად გაწიეთ განბლოკვის რიჩაგი (4) წინ და შემდეგ გადაადგილეთ ამომრთველი (3) ზევით.
ელექტროხელსაწყოს გამოსართავად, აუშვით გამომრთველს (3).
- გამოყენებამდე შეამოწმეთ სახეხი აღჭურვილობა. სახეხი აღჭურვილობა სწორად უნდა იყოს დაყენებული და თავისუფლად ბრუნავდეს. განახორციელეთ საცდელი გაშვება მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში დატვირთვის გარეშე. არ გამოიყენოთ დაზიანებული, არასტანდარტული ან ვიბრირებადი სახეხი აღჭურვილობა. სახეხი აღჭურვილობა შეიძლება გასკდეს და გამოიწვიოს დაზიანება.