დამცავი მოწყობილობების მონტაჟი
- ელექტროხელსაწყოთი ნებისმიერი სამუშაოს შესრულების წინ (მაგ.: ტექნიკური მომსახურება, სამუშაო ხელსაწყოს შეცვლა და ა.შ.) ამოიღეთ აკუმულატორი ელექტროხელსაწყოდან. ამომრთველზე შემთხვევით დაჭერისას ჩნდება ტრავმის მიღების საშიშროება.
მითითებამუშაობის დროს სახეხი დისკის გატეხვის შემთხვევაში ან ელექტროხელსაწყოს დამცავი გარსაცმის სამაგრი მოწყობილობების დაზიანების შემთხვევაში, ელექტროხელსაწყო დაუყოვნებლივ უნდა წაიღოთ ტექნიოკური მომსახურების სახელოსნოში, მისამართები იხ. განყოფილებაში «ტექნიკური მომსახურება და კონსულტაციები პროდუქციის გამოყენებასთან დაკავშირებით».

ჩამოაცვით დამცავი ბუდე (12) ელექტროხელსაწყოს პატრონს, ისე რომ კოდირების მუშტები დამცავ თავსახურზე ემთხვევოდეს პატრონს. ამასთან დააჭირეთ და გეჭიროთ განბლოკვის რიჩაგი (1).
მიაჭირეთ დამცავ ბუდეს (12) შპინდელის ყელს ისე, რომ დამცავი ბუდის შვერილა ეხებოდეს ელექტროხელსაწყოს მილტუჩს და მოატრიალეთ დამცავი ბუდე წკაპუნამდე.
დაარეგულირეთ დამცავი ბუდის პოზიცია (12) სამუშაო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად. ამისათვის აწიეთ განბლოკვის რიჩაგი (1) ზევით და მოატრიალეთ დამცავი ბუდე (12) საჭირო პოზიციაზე.
- დააყენეთ დამცავი ბუდე (12) ყოველთვის ისე, რომ ორივე განბლოკვის რიჩაგის მუშტი(1) შევიდეს დამცავი ბუდის შესაბამის ხვრელში (12) .
- დაარეგულირეთ დამცავი გარსაცმი (12) ისე, რომ გამორიცხოთ ნაპერწკლების გაფრქვევა ოპერატორის მიმართულებით.
- აქსესუარების ბრუნვის მიმართულებით დამცავი ტარი (12) უნდა ტრიალებდეს მხოლოდ განბლოკვის რიჩაგის მოქმედაბაში მოყვანით(1)! წინააღმდეგ შემთხვევაში არ შეიძლება ელექტროხელსაწყოს შემდგომი გამოყენება, ის უნდა გადასცეთ მომსახურების ცენტრს.
მითითება: კოდირების მუშტები დამცავ ტარზე (12) თავიდან აგაცილებთ ელექტროხელსაწყოზე მისთვის გაუთვალისწინებელი დამცავი ტარების მონტაჟს.
საღებავების, ლაქების და პლასტიკის სალშენადნობიან ფინჯანურ სახეხ რგოლებთან კომბინაციაში ნაკლებად მტვრიანი ხეხვისთვის (15) შეგიძლიათ გამოიყენოთ გამწოვი ბუდე (11). გამწოვი ბუდე (11) არ გამოდგება ლითონის დამუშავებისთვის.
გამწოვ ბუდეზე (11) შეგიძლიათ ჩართოთ შესაბამისი Bosch მტვერსასრუტი. ამისათვის ჩასვით შემწოვი შლანგი მტვრის გამწოვის გადამყვანით მისთვის გათვალისწინებულ გამწოვი სარქველის მიმღებ შტუცერში.
გამწოვი ბუდე მიმმართველით ჭრისთვის (33) ისე დააყენეთ, როგორც დამცავი ბუდე ხეხვისთვის.
დამატებითი ტარის დამაგრებით (10)/(9) რედუქტორის კორპუსზე გამწოვი სარქველის საფხეკით ელექტროხელსაწყო უხეშად მიმაგრებულია გამწოვ სარქველთან. გამწოვ სარქველზე მიმმართველებით (33) შეგიძლიათ ჩართოთ შესაბამისი Bosch მტვერსასრუტი. ამისათვის ჩასვით შემწოვი შლანგი მტვრის გამწოვის გადამყვანით მისთვის გათვალისწინებულ გამწოვი სარქველის მიმღებ შტუცერში.
მითითება: ხახუნი, რომელიც წარმოიქმნება შემწოვ შლანგში და აქსესუარებში მტვრის გამო გაწოვისას, იწვევს ელექტროსტატიკურ მუხტს, რომელიც მომხმარებელმა შეიძლება იგრძნოს როგორც სტატიკური მუხტი (დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე და თავის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე). მცირე მტვერის და მშრალი მასალის მოსაშორებლად Bosch დაჟინებით გირჩევთ გამოიყენოთ ანტისტატიკური შემწოვი შლანგი (აქსესუარი).
მიამაგრეთ დამატებითი ტარი (10)/(9) რედუქტორის მარჯვნივ ან მარცხნივ მუშაობის მეთოდზე დამოკიდებულად.
- ელექტროხელსაწყოთი იმუშავეთ მხოლოდ დამატებითი ტარით (10)/(9).
- შეწყვიტეთ ელექტროხელსაწყოს გამოყენება, თუ დამატებითი ტარი (10)/(9) დაზიანებულია. არ შეცვალოთ არაფერი დამატებით ტარზე (10)/(9).

დამატებითი ვიბრაციისგან დამცავი ტარი (9) ამცირებს ვიბრაციის დონეს, უზრუნველყოფს რა, უფრო მოხერხებულ და უსაფრთხო სამუშაოს.