გამოყენების ინსტრუქცია

  • საქერქი გახეხვისთვის არასოდეს არ გამოიყენოთ საჭრელი დისკები.

დახრის კუთხე 30°-დან 40°-მდე იძლევა საუკეთსო შედეგს საქერქი გახეხვისას. გადაადგილეთ ელექტროხელსაწყო წინ და უკან ზომიერი დაჭერით. ასეთ რეჟიმში ნამზადი არ გადახურდება, არ უფერულდება და მასზე არ წარმოიქმნება ღარები.

  • ფოთლოვანი სახეხი დისკით ხეხვისას ყოველთვის გამოიყენეთ დამცავი ტარი ხეხვისთვის (12).

ფურცლოვანი სახეხი დისკით (დამატებითი ნაწილი) შეიძლება ასევე დამუშავდეს არათანაბარი ზედაპირები და პროფილები. ფურცლოვანი სახეხი დისკები გამოირჩევა ბევრად უფრო ხანგრძლივი მომსახურების ვადით, დაბალი ხმაურის დონით და ხეხვის უფრო დაბალი ტემპერატურით ჩვეულებრივ სახეხ დისკებთან შედარებით.

  • სამუშაოებისთვის რეზინის საყრდენი თეფშით (25) აუცილებლად დააყენეთ დამცავი ფრთა საშხეფარი ხელისთვის (24).

ხეხვა თეფშა სახეხი დისკით შეიძლება დამცავი ტარის გარეშე.

მონტაჟის თანმიმდევრობა ნაჩვენებია გვერდზე ილუსტრაციებით.

მოუჭირეთ მრგვალ ქანჩს (27) რქისებრი ქანჩის გასაღებით.

  • დისკური ჯაგრისით გაპრიალებისას  (17) ყოველთვის გამოიყენეთ დამცავი ტარი ხეხვისთვის(12). მრგვალი (29)/კონუსური ჯაგრისებით გაპრიალება (30) შეიძლება დამცავი ტარის გარეშე.
  • მრგვალი ან კონუსური ჯაგრისით სამუშაოებისთვის აუცილებლად დააყენეთ დამცავი ფრთა საშხეფარი ხელისთვის (24).
  • მრგვალი ჯაგრისების მაქსიმალურად დასაშვები ზომების გადამეტებისას მავთული შესაძლოა მოედოს დამცავ ტარს და გაწყდეს.

მონტაჟის თანმიმდევრობა ნაჩვენებია გვერდზე ილუსტრაციებით.

მგრვალი/კონუსური/წრიული ჯაგრისი M14 ყელით უნდა ჩამოაცვათ სახეხ შპინდელზე ისე, რომ მჭიდროდ მოერგოს მილტუჩს სახეხი შპინდელის ხრახნის ბოლოში.მოუჭირეთ მგრვალ/კონუსურ/ წრიულ ჯაგრისს რქისებრი ქანჩის გასაღებით.

  • შეკრული აბრაზივებით ჭრის შესრულებისას აუცილებლად გამოიყენეთ ჭრისთვის განკუთვნილი დამცავი გარსაცმი (13).

აბრაზიული ჭრისას შეინარჩუნეთ ზომიერი მიწოდების სიჩქარე, რომელიც შეესაბამება დასამუშავებელ მასალას. არ დააჭიროთ საჭრელ დისკს, არ გადახაროთ და არ გადაატრიალოთ იგი.

არ შეაფერხოთ ინერციით მბრუნავი საჭრელი დისკები, მათი გვერდითი მხარის მიჭერით.

ელექტროხელსაწყო ყოველთვის უნდა მიმართოთ საწინააღმდეგო მხარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს ხელსაწყოს არაკონტროლირებადი ჭრილიდან გამოწნევის რისკი.

პროფილური და კვადრატული მილების ჭრისას უმჯობესია დაიწყოთ ყველაზე პატარა კვეთით.

  • ქვის ჭრისთვის საჭიროა მტვრის საკმარისი მოცილების უზრუნველყოფა.
  • ატარეთ მტვრისგან დამცავი ნიღაბი.
  • ელექტროხელსაწყო შეიძლება იყოს გამოყენებული მხოლოდ მშრალი ჭრისთვის / მშრალი ხეხვისთვის.

ქვის საჭრელად უკეთესია გამოიყენოთ ალმასის საჭრელი დისკი.

გამწოვი ბუდის გამოყენებისას მიმმართველით ჭრისთვის(33) მტვერსასრუტი უნდა შეესაბამებოდეს ქვის მტვრის მოშორების მოთხოვნებს. Bosch ასორტიმენტში წარმოდგენილია შესაბამისი მტვერსასრუტები.

ჩართეთ ელექტროხელსაწყო და მოათავსეთ ნამზადზე წინა მხარით მიმმართველებში. გადაადგილეთ ელექტროხელსაწყო თანაბრად, მასალის პსეციფიკაციის გათვალისწინებით.

განსაკუთრებულად მყარი მასალის ჭრისას, მაგ. კენჭის შემცველობით ბეტონის, ალმასის საჭრელი დისკი შესაძლოა გადახურდეს და დაზიანდეს. ამაზე აშკარად მიუთითებს ალმასის საჭრელი დისკის გარშემო ნაპერწკლების რგოლი.

ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ ჭრის პროცესი და ალმასის საჭრელი დისკი ამუშავეთ უქმ სვლაში ბრუნების მაქსიმალური რიცხვით ხანმოკლე დროით, რათა გაგრილდეს.

სვლის მნიშვნელოვანი შემცირება და ნაპერწკლების წრე – ალმასის საჭრელი წრის დაბლაგვების მანიშნებელია. თქვენ შეგიძლიათ ისევ გალესოთ ის, აბრაზიულ მასალაში მცირე ჭრილების გაკეთებით, მაგალითად სილიკატის აგურში.

  • პოლიმერული, კომბინირებული და ანალოგიური მასალის ჭრისთვის დამაგრებული აბრაზივით საჭრელი დისკებით ან Carbide Multi Wheel საჭრელი დისკებით გამოიყენეთ დამცავი ტარი ჭრისთვის (13) . მიმმართველი კარეტის მქონე გამწოვი ხუფის გამოყენებისას (33) მიიღწევა მტვრის მოშორების საუკეთესო შედეგი.

  • გამოიყენეთ მხოლოდ მშრალი ალმასის საბურღი ყელი.
  • ალმასის საბურღი ყელით მუშაობისას ყოველთვის დააყენეთ დამცავი საშხეფარი ხელისთვის (24).

არ განათავსოთ ალმასის საბურღი ყელი ნამზადის პარალელურად. ჩაუშვით ნამზადში კუთხის ქვეშ და მბრუნავი მოძრაობებით. ეს საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ ოპტიმალურ გაგრილებას და გაზარდოთ ალმასის საბურღი ყელის მოქმედების ვადა.

საყრდენ კედლებში ჭრილები რეგულირდება ადგილობრივი კანონმდელობით. ამ წესების დაცვა სავალდებულოა. მუშაობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია პასუხისმგებელ ინჟინერთან, არქიტექტორთან ან ობიექტის ხელმძღვანელთან.