დამუხტვის პროცესი

დარწმუნდით, რომ დასამუხტი ბუდე (1) და აკუმულატორის კონტაქტები უხეშად დაბინძურებული არ არის. დარწმუნდით, რომ აკუმულატორი სწორედ არის ჩასმული.

დამუხტვის პროცესი იწყება, როდესაც დასამუხტი მოწყობილობის ქსელური შტეფსელი შეუერთდება როზეტს, აკუმულატორი ჩაიდგმება დასამუხტ ბუდეში (1).

ორი დასამუხტი ბუდე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობს.
დამუხტვა შესაძლებელია, მხოლოდ თუ აკუმულატორის ტემპერატურა დასაშვებ დიაპაზონშია:
  • GBA 18V... : 0 °C ... 45 °C
  • EXBA18V... : –10 °C ... 55 °C

დასამუხტი მოწყობილობა დამუხტვის ჭკვიანი პროცედურის მეშვეობით ავტომატურად ამოიცნობს აკუმულატორის დამუხტვის დონეს და მუხტავს მას ოპტიმალური დამუხტვის დენით აკუმულატორის ტემპერატურის და ძაბვის და ასევე დამუხტვის არჩეული რეჟიმის შესაბამისად.

მუშაობის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი შემცირება დამუხტვის შემდეგ მოწმობს აკუმულატორის დაძველებზე და მიუთითებს მის შეცვლაზე.

დამუხტვის უწყვეტი ციკლის ან დამუხტვის ციკლის მრავალჯერადი გამეორების შემთხვევაში შესვენების გარეშე, დასამუხტი მოწყობილობა შეიძლება გაცხელდეს. მიუხედავად ამისა, ეს უსაფრთხოა და არანაირად არ მიუთითებს დასამუხტი მოწყობილობის ტექნიკურ დეფექტზე.