ექსპლუატაცია L-BOXX-ში
- L-BOXX-ის ხუფი დამუხტვის პროცესში ბოლომდე ღია უნდა იყოს. უსაფრთხოების ჩამკეტი უნდა იყოს დამაგრებული L-BOXX-ის ხუფზე. დასამუხტი მოწყობილობის კაბელი კაბელის გამყვანის მეშვეობით გაყვანილი უნდა იყოს L-BOXX-ში.
- L-BOXX არ შედის მიწოდების სტანდარტულ კომპლექტში.
დასამუხტი მოწყობილობის მონტაჟი
დასამუხტი მოწყობილობის L-BOXX-ში გამოსაყენებლად, შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები:
- ბოლომდე გახსენით L-BOXX-ის ხუფი, უსაფრთხოების ჩამკეტის (11) დასაფიქსირებლად. უსაფრთხოების ჩამკეტი (11) აღკვეთს L-BOXX-ის ხუფის შემთხვევით ჩაკეტვას.
- დასამუხტი მოწყობილობის კაბელი გაატარეთ კაბელის გამომყვანში (12) L-BOXX-ში და შეაერთეთ ქსელური ჩანგალი როზეტში.
L-BOXX-ში ტრანსპორტირებისთვის მომზადება
მუშაობის დასრულების შემდეგ და L-BOXX-ში ტრანსპორტირებამდე შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები:
- ქსელური ჩანგალი გამოაძვრეთ როზეტიდან.
- დასამუხტი მოწყობილობის კაბელი გამოაძვრეთ კაბელური გამომყვანიდან (12) და მოათავსეთ იგი L-BOXX-ში ისე, რომ შეუძლებელი იყოს მისი წაჭერა.
- L-BOXX-ის დასახურად, ოდნავ აწიეთ დამცავი ჩამკეტი (11). ეს მოხსნის დამცავი ჩამკეტით ფიქსაციას.
- ბოლომდე დახურეთ L-BOXX-ის ხუფი.