მითითებები გამოყენების შესახებ

მგრეხი მომენტი დამოკიდებულია დარტყმის მექანიზმის მუშაობის ხანგრძლივობაზე. მაქსიმალურად მიღწეული მგრეხი მომენტი გამომდინარეობს ყველა ცალკეული მგრეხი მომენტის ჯამიდან, რომელიც იქმნება დარტყმებით. მგრეხი მომენტის მაქსიმალური მნიშვნელობა მიიღწევა დარტყმის მექანიზმის მუშაობის 6–10 წამის შემდეგ. ამ დროის შემდეგ მგრეხი მომენტი იზრდება უმნიშვნელოდ.
დარტყმის მექანიზმის მუშაობის ხანგრძლივობა უნდა განსაზღვროთ თითოეული მგრეხი მომენტისთვის. ფაქტიურად მიღწეული მგრეხი მომენტი ყოველთვის შეამოწმეთ დინამომეტრული გასაღებით.

ჭანჭიკების მოჭერა მყარ, ზამბაროვან და რბილ მასალებში
თუ გაზომავათ დარტყმების სერიის განმავლობაში მიღწეულ მგრეხ მომენტებს და მათი მეშვეობით შეადგენთ დიაგრამას, მიიღებთ მგრეხი მომენტის მრუდს. მრუდის სიმაღლე შეესაბამება მაქსიმალურად მიღწეულ მგრეხ მომენტს, სიმყარე აჩვენებს რა დროში იქნა მიღწეული ის.

მგრეხი მომენტის თავისებურება დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • ხრახნების/სჭვალების/ჭანჭიკების სიმკვრივე
  • საყრდენის ტიპი (საყელური, თეფშა ზამბარა, შემამჭიდროებელი)
  • სახრახნი მასალების სიმკვრივე
  • კუთხვილი შეერთების გაპოხვის პირობები

შესაბამისად გამომდინარეობს გამოყენების შემდეგი ვარიანტები:

  • მყარ მასალებთან მუშაობა – ლითონის ნაწილების მიმაგრება საგები საყელურების გამოყენებით. მაქსიმალური მგრეხი მომენტი მიიღწევა სარტყამი მექანიზმის შედარებით მოკლე ხანგრძლივობის შემდეგ (მაგარი თვისება). სარტყამი მექანიზმის მუშაობის დაუსაბუთებელი ხანგრძლივობა ავნებს ელექტროხელსაწყოს.
  • ზამბაროვან მასალებთან მუშაობა – ლითონის ნაწილების მიმაგრება ზამბაროვანი რგოლების, თეფშა ზამბარის, ანკერების და კონური ჯდომის ხრახნების/ჭანჭიკების და დამაგრძელებლების გამოყენებით.
  • რბილ მასალებთან მუშაობა – მიმაგრება, მაგ.: ხეზე ხის ან ლითონის ნაწილების, ან ტყვიის ან ბოჭკოვანი საგები საყელურის გამოყენება.

ზამბაროვანი ან რბილი მასალებით მუშაობისას მაქსიმალური მგრეხი მომენტი მცირეა ვიდრე მყარ მასალებთან მუშაობისა. აგრეთვე საჭიროა დარტყმის მექანიზმის მნიშვნელოვნად ხანგრძლივი მუშაობა.

საორიენტაციო მნიშვნელობები ხრახნების/სჭვალების მაქსიმალური მგრეხი მომენტისთვის
მონაცემები ნმ-ში, გაზომილი დაძაბული კვეთიდან; წელვის ზღვარის გამოყენების კოეფიციენტი 90 % გაწელვისას (ხახუნის კოეფიციენტისას μსაერ. = 0,12). ყოველთვის შეამოწმეთ ფაქტიურად მიღწეული მგრეხი მომენტი დინამომეტრული გასაღებით.

სიმყარის კლასი DIN 267 შესაბამისად

სტანდარტული ხრახნი

მაღალი სიმტკიცის ხრახნი

3.6

4.6

5.6

4.8

6.6

5.8

6.8

6.9

8.8

10.9

12.9

M16

55

73

92

98

110

122

147

165

196

275

330

M18

75

101

126

135

151

168

202

227

270

380

450

M20

107

143

178

190

214

238

286

320

385

540

635

M22

145

190

240

255

290

320

385

430

510

715

855

M24

185

245

310

325

370

410

490

455

650

910

1100

M27

275

365

455

480

445

605

725

815

960

1345

1615

M30

370

495

615

650

740

820

990

1100

1300

1830

2200

რჩევები

მყარ მასალაში დიდი და გრძელი ხრახნების ჩახრახნამდე, წინასწარ უნდა გახვრიტოთ ჭრის კერნის დიამეტრის შესაბამისი ხვრელი დაახ. ხრახნის 2/3 სიგრძეზე.

მითითება: დაუშვებელია ელექტროხელსაწყოში წვრილი ლითონის დეტალების მოხვედრა.

დაბალ სიჩქარეზე ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ელექტროხელსაწყო გასაგრილებლად უნდა ჩართოთ დაახ. 3 წთ უქმე სვლაში მაქსიმალური ბრუნების რიცხვით.