მომხმარებლის ინტერფეისის მართვა

მომხმარებლის ინტერფეისი

აღწერა

მითითება

მუშაობის რეჟიმი SPEED (ბრუნების რიცხვი)

მუშაობის რეჟიმში SPEED შეგიძლიათ აირჩიოთ ბრუნების რიცხვის სამიდან ერთი საფეხური. Არჩეული სიჩქარე აისახება ინდიკატორზე  (14) შემდეგნაირად:

  • ბრუნების რიცხვის 1-ლი საფეხური: ანთია 1 LED
  • ბრუნების რიცხვის მე-2 საფეხური: ანთია 3 LED
  • ბრუნების რიცხვის მე-3 საფეხური: ანთია 5 LED

მითითება: ბრუნების რიცხვების ყველა სამი საფეხური მითითებულია ტექნიკურ მახასიათებლებში.

მითითება: დუმილისამებრ ფუნქციის არჩევისას მოინიშნება ბრუნების რიცხვის საფეხური 3.
ფუნქციის გამორთვის შემდეგ SPEED ინსტრუმენტის მეხსიერებაში ინახება ბოლოს არჩეული საფეხური.

დააჭირეთ ღილაკს SPEED (11). სამომხმარებლო ინტერფეისი და ფუნქცია SPEED ჩართულია.

ღილაკი SPEED (11) და ბრუნების არჩევის საფეხურის ინდიკატორი (14) ანთია.

დააჭირეთ ღილაკს SPEED (11), სანამ არ გამოჩნდება საჭირო საფეხური.

მუშაობის რეჟიმი SPEED (ბრუნების რიცხვი) შეგიძლიათ შეუხამოთ მუშაობის რეჟიმს TIME (Shut off after time). ამ შემთხვევაში მუშაობის რეჟიმი TIME მოქმედებს ანალოგიურად, წინასწარ დაყენებული ბრუნების რიცხვის დიაპაზონის შესაბამისად.

მუშაობის რეჟიმი TIME (Shut off after time)

მუშაობის რეჟიმში TIME ელექტროხელსაწყო ჩერდება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში. ავტომატური გამორთვა თავიდან აგაცილებთ ზედაპირის დაზიანებას ან ჭანჭიკების ზედმეტ მოჭერას.

მითითება: მუშაობის ეს რეჟიმი აქტიურია მხოლოდ მარჯვენა ბრუნვისას.

დააჭირეთ ღილაკს TIME (12), რათა ჩართოთ ფუნქცია. ღილაკი TIME (12) ანთია, სანამ ფუნქცია ჩართულია.

დააჭირეთ ღილაკს TIME (12) კიდევ ერთხელ, რათა ისევ გამორთოთ ფუნქცია TIME.

მუშაობის რეჟიმი SPEED (ბრუნების რიცხვი) შეგიძლიათ შეუხამოთ მუშაობის რეჟიმს ABR (Auto Bolt Release). ამ შემთხვევაში მუშაობის რეჟიმი ABR მოქმედებს წინასწარ დაყენებული ბრუნების რიცხვის დიაპაზონის შესაბამისად.

მუშაობის რეჟიმი ABR განკუთვნილია ჭანჭიკების მოშვებისთვის: ელექტროხელსაწყო ავტომატურად გამოირთობა ჭანჭიკების მოშვების შემდეგ. ავტომატური გამორთვა თავიდან აგაცილებთ ჭანჭიკების ვარდნას მოშვებისას.

მითითება: მუშაობის რეჟიმი ABR აქტიურია მხოლოდ მარცხენა ბრუნვისას.

მითითება: ავტომატური გამორთვის ფუნქცია (ABR) ამუშავდება მხოლოდ მჭიდროდ მოჭერილი ხრახნების ან ჭანჭიკების შემთხვევაში. ამომრთველი (7) ბოლომდე უნდა იყოს ამოწეული.

დააჭირეთ ღილაკს ABR (13), რათა ჩართოთ ფუნქცია. ღილაკი ABR (13) ანთია, სანამ ფუნქცია ჩართულია.

ელექტროხელსაწყო დააყენეთ მარცხენა ბრუნზე. ჭანჭიკის მოშვების შემთხვევაში დააჭირეთ ამომრთველს (7) ბოლომდე, რათა ამუშავდეს ავტომატური გამორთვის ფუნქცია (ABR).

დააჭირეთ ღილაკს ABR (13) კიდევ ერთხელ, რათა ისევ გამორთოთ ფუნქცია ABR.

მითითება: სამომხმარებლო ინტერფეისის გამორთვა ღილაკით SPEED (11) ასევე ასრულებს ფუნქციის მუშაობას ABR.