ტექნიკური მომსახურება და გაწმენდა
- ელექტროხელსაწყოთი ნებისმიერი სამუშაოს შესრულების წინ (მაგ.: ტექნიკური მომსახურება, სამუშაო ხელსაწყოს შეცვლა და ა.შ.) ამოიღეთ აკუმულატორი ელექტროხელსაწყოდან. ამომრთველზე შემთხვევით დაჭერისას ჩნდება ტრავმის მიღების საშიშროება.
- სათანადო და უსაფრთხო მუშაობისუზრუნველსაყოფად დაიცავით ელექტრო ხელსაწყოს და ვენტილაციის ჰაერსატარის სისუფთავე.
ლენტის გაწმენდა
რეგულარულად გაწმინდეთ ლენტა (2) მშრალი ტილოთი. ტექნიკური მომსახურებისას ან ექსპლუატაციისას აკრძალულია ლენტაზე საპოხი მასალის წასმა, ვინაიდან ამან შეიძლება შეამციროს წევის ძალა და შეაფერხოს ელექტროხელსაწყოს მუშაობა.
ლენტის გამოცვლა (იხ.სურ. I-N)
თუ ლენტა (2) მოღუნულია ან გაცვეთილია, ამან შეიძლება შეამციროს ნაყოფიერება კაბელის გაყვანისას, და შეიძლება საჭირო იყოს ახალი ლენტის დაყენება. ამისათვის შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები:
- შეწიეთ ლენტა (2) მანამდე, სანამ ელექტროხელსაწყო არ გაჩერდება ავტომატურად (იხ.სურ. I).
- გადაიყვანეთ გადამრთველი (6) უკიდურესად მარცხენა პოზიციაში (მიწოდება) (იხ.სურ. J).
- დააჭირეთ ამომრთველს(7) მანამდე, სანამ ლენტა (2) ბოლომდე არ იქნება გამოწეული, ავტომატურად არ გაჩერდება და ეკრანზე (17) არ გამოჩნდება წარწერა End (ბოლო) მდგომარეობის ყვითელი ინდიკატორით (16) (იხ.სურ. K).
- დააჭირეთ ღილაკს MODE (18) და გეჭიროთ 3 წამის განმავლობაში, სანამ მდგომარეობის ინდიკატორი (16) არ აინთება მწვანედ, და ეკრანზე (17) არ დაიწყებს ციმციმს წარწერა End (ბოლო) (იხ.სურ. L).
- გააგრძელეთ ამომრთველზე დაჭერა (7) მანამდე, სანამ შეტეკრი ბოლომდე გამოწეული არ იქნება (იხ.სურ. M).
- მოუშვით შტეკერი და ამოიღეთ ძველი ლენტა (2) (იხ.სურ. M).
მითითება: არასოდეს არ შეიწოვოთ ლენტა (2), თუ ის არ არის დაკავშირებული. ამან შეიძლება გამოიწვიოს ელექტროხელსაწყოს ფატალური დაზიანება. - ჩახრახნეთ ახალი ლენტა (2) შეტეკრში (იხ.სურ. M).
მითითება: ელექტროხელსაწყო არ უთავსდება სხვა მწარმოებლის ლენტას. გამოიყენეთ მხოლოდ ორიგინალური სათადარიგო ნაწილები Bosch. - ამომრთველი გადაიყვანეთ (6) უკიდურეს მარჯვენა პოზიციაში (შეწოვა) და გეჭიროთ ამომრთველი (7) დაჭერილი მანამდე, სანამ ახალი ლენტა (2) სრულად არ იქნება შეწოვილი და არ გაჩერდება ავტომატურად (იხ.სურ. N).