გაზომვის რეჟიმები
- დააჭირეთ ღილაკს
, ფუნქციების მენიუს გასახსნელად. - აირჩიეთ სიგრძის გაზომვის რეჟიმი
და დაადასტურეთ არჩევანი, ღილაკზე
დაჭერით. - მოკლე დაჭერით დააჭირეთ ღილაკს
, ლაზერის ჩასართავად. - დააჭირეთ ღილაკს
, რათა ჩართოთ გაზომვა. - გაზომვის მნიშვნელობა აისახება ქვემოთ შედეგის სტრიქონში (f).
- გაიმეორეთ ზემოხსენებული მოქმედებები ყოველი შემდგომი გაზომვისთვის.
თუ სიგრძის რამდენიმე გაზომვა ხდება ზედიზედ, უახლესი გაზომვების შედეგები აისახება გაზომვის მნიშვნელობების სტრიქონებში (e).ყველაზე ბოლოს გაზომილი მნიშვნელობა აისახება ქვემოთ დისპლეიზე, ბოლოს წინა გაზომილი მნიშვნელობა – მის ზემოთ და ა.შ.
უწყვეტი გაზომვისას, გაზომვის მნიშვნელობა უწყვეტად აქტუალიზირდება. თქვენ შეგიძლიათ, მაგალითად, მოცილდეთ კედლიდან სასურველი მანძილით, მიმდინარე მანძილი ყოველთვის აისახება დისპლეიზე.
- დააჭირეთ ღილაკს
, ფუნქციების მენიუს გასახსნელად. - აირჩეთ უწყვეტი გაზომვა
და დაადასტურეთ არჩევანი,
ღილაკზე დაჭერით. - ხანმოკლედ დააჭირეთ ღილაკს
, რათა ჩართოთ ლაზერი. - გადააადგილეთ საზომი ხელსაწყო მანამ, სანამ ეკრანზე არ იქნება ასახული სასურველი მანძილი.
- თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ უწყვეტი გაზომვის შესრულება, ხანმოკლედ
ღილაკზე დაჭერით. - უწყვეტი გაზომვის გასაგრძელებლად, ისევ დააჭირეთ ღილაკს
.
გაზომვის მიმდინარე მნიშვნელობა ნაჩვენებია მსხვილი შრიფტით უკეთესი კითხვადობისთვის.
უწყვეტი გაზომვის რეჟიმი ავტომატურად გამოირთვება 4 წუთის შემდეგ.
- დააჭირეთ ღილაკს
, ფუნქციების მენიუს გასახსნელად. - აირჩიეთ ფართობის გაზომვის რეჟიმი
და დაადასტურეთ არჩევანი, ღილაკზე
დაჭერით. - მოკლე დაჭერით დააჭირეთ ღილაკს
, ლაზერის ჩასართავად. - პირველი გაზომვისთვის, მაგალითად, სათავსოს სიგრძის გასაზომად, დააჭირეთ ღილაკს
. - მეორე გაზომვისთვის, მაგალითად, სათავსოს სიგანის გასაზომად, დააჭირეთ ღილაკს
.
მეორე გაზომვის დასრულების შემდეგ, გაზომვების ფართობი გამოითვლება ავტომატურად და აისახება. შედეგი აისახება შედეგის სტრიქონში (f). ცალკეული გაზომილი მნიშვნელობები აისახება გაზომილი მნიშვნელობების სტრიქონებში (e).
გაზომვის რეჟიმი Indirect height გამოიყენება მანძილის გასაზომად, რომელთა გაზომვა შეუძლებელია პირდაპირი გზით, რადგან სხივის ტრაექტორიაზე არსებობს დაბრკოლება ან არ არის არეკვლადი სამიზნე ზედაპირი.
სიმაღლის ირიბი გაზომვა ყოველთვის იძლევა ნაკლებად ზუსტ შედეგს, ვიდრე სიმაღლის პირდაპირი გაზომვა. გაზომვის ცდომილებები, განაცხადის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიძლება იყოს უფრო დიდი, ვიდრე პირდაპირი მანძილის გაზომვისას.
ცალკეული გაზომვების შუალედში ლაზერული სხივი ჩართული რჩება.

გაზომვის რეჟიმის მეშვეობით Indirect height შეგიძლიათ გაზომოთ მონაკვეთი AB, 1 და 2 მონაკვეთების გაზომვით. საზომი ხელსაწყო გამოითვლის საჭირო სიმაღლეს AB, მონაკვეთების 1 და 2 მნიშვნელობებიდან გამომდინარე.
ზუსტი შედეგები შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ იდეალურად სწორი კუთხეების დაცვის შემთხვევაში, რომელიც საჭიროა შესაბამისი გაზომვისთვის (პითაგორას თეორემა). დარწმუნდით, რომ საძიებელ მონაკვეთსა AB და ჰორიზონტალურ მონაკვეთს 1 შორის წარმოიქმნა სწორი კუთხე.
- დააჭირეთ ღილაკს
, ფუნქციების მენიუს გასახსნელად. - აირჩიეთ ირიბი გაზომვის რეჟიმი
და დაადასტურეთ არჩევანი, ღილაკზე
დაჭერით. - ლაზერის ჩასართავად, მოკლე დაჭერით დააჭირეთ ღილაკს
. - განათავსეთ საზომი ხელსაწყო გაზომვის ქვედა წერტილის სიმაღლეზე B.
- პირველი გაზომვის გასაშვებად, დააჭირეთ ღილაკს
. - დახარეთ საზომი ხელსაწყო ისე, რომ ლაზერი მიმართული იყოს გაზომვის ზედა წერტილზე A.
- მეორე გაზომვის გასაშვებად, დააჭირეთ ღილაკს
.
გაზომვის დასრულებისას, სიმაღლე ავტომატურად გამოითვლება და აისახება შედეგის სტრიქონში (f). გაზომვის მნიშვნელობები მონაკვეთებისთვის 1 და 2 აისახება გაზომვის მნიშვნელობების სტრიქონებში (e).
