ექსპლუატაცია
- არ დატვირთოთ ელექტროხელსაწყო მის გაჩერებამდე.
- ელექტროხელსაწყოთი ნებისმიერი სამუშაოს შესრულების წინ (მაგ.: ტექნიკური მომსახურება, სამუშაო ხელსაწყოს შეცვლა და ა.შ.) ამოიღეთ აკუმულატორი ელექტროხელსაწყოდან. ამომრთველზე შემთხვევით დაჭერისას ჩნდება ტრავმის მიღების საშიშროება.
- ფრთხილად იყავით მზიდ კედლებში ღარების გაკეთებისას, იხ. განყოფილება „შენიშვნები სტატიკაზე“.
- დაამაგრეთ ნამზადი, თუ ის უსაფრთხოდ არ არის დაჭერილი საკუთარი წონით.
- დიდი დატვირთვის შემდეგ მიეცით ელექტროხელსაწყოს საშუალება იმუშაოს უქმი სვლით რამდენიმე წუთის განმავლობაში, საცმის გასაგრილებლად.
- არ გამოიყენოთ ელექტროხელსაწყო საჭრელი დგარით.
- არ შეეხოთ სახეხ და მჭრელ დისკოებს მათ გაგრილებამდე. მუშაობის დროს დისკოები შეიძლება ძალიან გახურდეს.