მომხმარებლის ინტერფეისი

მომხმარებლის ინტერფეისი (9) ემსახურება:

ლენტის სიგრძის ინდიკაცია ელექტროხელსაწყოს გარეთ

ეკრანზე (17) გამოსიახება რამდენად არის ლენტა (2) გამოწეული ელექტროხელსაწყოდან (მიწოდების და შეწოვისას).

მითითება: გაზომვის სიზუსტის უზრუნველყოფისთვის რეკომენდირებულია ლენტის ბოლომდე შეწოვა მუშაობის დაწყებამდე. ამასთან ავტომატური გაჩერება ნულდება.

მდგომარეობის ინდიკატორები

შემდგომ ცხრილში მოყვანილია მდგომარეობის ინდიკატორი მომხმარებლის ინტერფეისზე (9).

ელექტროხელსაწყოს მდგომარეობის ინდიკატორი (16)

ინდიკაცია ეკრანზე (17)

მნიშვნელობა/მიზეზი

გადაჭრა

მწვანე

მნიშვნელობა რეალურ დროში

მდგომარეობა OK. ელექტროხელსაწყო მუშაობს მიწოდების ან შეწოვის რეჟიმში.

მწვანე

ციმციმებს End (ბოლო)

მდგომარეობა OK. ელექტროხელსაწყო გადადის ლენტის გამოცვლის რეჟიმში.

ყვითელი

0.0მ

ლენტა სრულად შეწოვილია. ელექტროხელსაწყო ავტომატურად გაჩერდება.

აუშვით ამომრთველი (7) და გადაიყვანეთ ამომრთველი (6)უკიდურეს მარცხენა პოზიციაში (მიწოდება). შემდეგ ისევ დააჭირეთ ამომრთველს (7).

ყვითელი

ანთია End (ბოლო)

მიღწეულია მიწოდების დასაშვები ზღვარი. ელექტროხელსაწყო ავტომატურად გაჩერდება.

აუშვით ამომრთველი (7) და გადაიყვანეთ ამომრთველი (6) უკიდურეს მარჯვენა პოზიციაში (შეწოვა). შემდეგ ისევ დააჭირეთ ამომრთველს (7).

დააჭირეთ ღილაკს MODE (18) და გეჭიროთ 3 წამის განმავლობაში, სანამ ელექტროხელსაწყო არ გადავა ლენტის რეჟიმში.

ყვითელი

ციმციმებს End (ბოლო)

მიღწეულია მიწოდების მაქსიმალური ზღვარი. ელექტროხელსაწყო ავტომატურად გაჩერდება.

აუშვით ამომრთველი (7) და გადაიყვანეთ ამომრთველი (6) უკიდურეს მარჯვენა პოზიციაში (შეწოვა). შემდეგ ისევ დააჭირეთ ამომრთველს (7).

წითელი შუქი

ინდიკაცია არ არის

ელექტროხელსაწყო გადახურდა ან აკუმულატორი განიმუხტა.

დაელოდეთ ელექტროხელსაწყოს გაგრილებას ან გამოცვალეთ/დამუხტეთ აკუმულატორი.

ელექტროხელსაწყო გადატვირთულია.

ხაზების არასწორად დამონტაჟების გამო, წევის ძალა ძალიან დიდი ხდება.

სცადეთ მოქაჩოთ ნელა და კონტროლით, ამომრთველზე ოდნავ დაჭერით (7).

თუ პრობლემა ნარჩუნდება, შეამოწმეთ შემამჭიდროებლის მარშრუტი. ამისათვის საჭირო იქნება ლენტის მონაკვეთების დაყოფა, რათა ამოიღოთ ლენტა (2) და კაბელი.

ძრავის გაჩერება ან აკუმულატორის არასაკმარისი სიმძლავრე

დამუხტეთ აკუმულატორი ან გამოიყენეთ რეკომენდირებული ტიპის აკუმულატორი.

ზოგადი შეცდომა

გამორთეთ და ისევ ჩართეთ ელექტროხელსაწყო ან ამოიღეთ და ისევ ჩასვით აკუმულატორი.

თუ გაუმართაობა რჩება, გაგზავნეთ ელექტროხელსაწყო ავტორიზებულ მომსახურების ცენტრში Bosch.